რუსთავში მერსედესი ჯებირზე ავარდა

რუსთავში მერსედესი ჯებირზე ავარდაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე.

მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეეჯახა.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, ავტომობილი მოძრაობისას მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც გზის მარჯვენა მხარეს გადავიდა.

მომხდარის შედეგად, ავტომობილში მჯდომი პირი არ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის საპატრულო პოლიცია.