სადგურის მოედანზე ავტობუსს ჯერ ცეცხლი წაეკიდა, შემდეგ კი აფეთქდა

სადგურის მოედანზე ავტობუსს ჯერ ცეცხლი წაეკიდა, შემდეგ კი აფეთქდასადგურის მოედანზე ე.წ. ყვითელი ავტობუსი დაიწვა. როგორც თვითმხილველმა “კურიერს” განუცხადა, ავტობუსს ჯერ ცეცხლი წაეკიდა, შემდეგ კი აფეთქდა.

კიდევ ერთი თვითმხილველი კი ამბობს, რომ ცეცხლი სატრანსპორტო საშუალების ძრავს გაუჩნდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტობუსში მგზავრები არ იმყოფებოდნენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით გულისხმობს.