სენაკში მდინარეში მამა-შვილი დაიხრჩო. მათი ცხედრები მდინარე ცივში იპოვეს. მათ სამაშველო ჯგუფები, თითქმის, ერთი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
„გუშინ მე-6 კლასელი გოგო მდინარე ცივში შევიდა საბანაოდ. აღმოჩნდა ღრმა წყალში. მამამ შველა სცადა და ორივე დაიხრჩო. სამაშველო სამსახურმა მათი ცხედრები ღამით იპოვა“, – უთხრა „ლაივპრესს“ სოფელ სახარბედიოში მერის წარმომადგენელმა ზაურ ცინაძემ.
მდინარე ცივიდან არასრულწლოვანი გოგონას და მისი მამის ცხედარი მყვინთავებმა დილით ამოიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 3 მყვინთავი და 3 მაშველი მუშაობდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „რუსთავი 2-ს” განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

