თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე მიკროავტობუსი ლექსუსს დაეჯახა – 10 ადამიანი დაშავდა

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე მიკროავტობუსი ლექსუსს დაეჯახა - 10 ადამიანი დაშავდათბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე, კომპანია ,,ინტერტრანსის” კუთვნილი სამგზავრო მიკროავტობუსი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ,,ლექსუსის” მარკის ავტომანქანას შეეჯახა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და შემდეგ ჯებირს დაეჯახა. მიკროავტობუსი რუსთავი-თბილისის რეისს ასრულებდა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა, ისინი ნაკლებად მძიმე დაზიანებებით თბილისის სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილი. მომხდარზე სისხლის სამმართლის საქმე 276-ე მუხლის მეორე ნაწილითაა აღძრული. ავტოსაგზაო შემთხევის გამო მაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეწყვეტილი იყო.