თბილისში საცხოვრებელ სახლში ქალის ცხედარი იპოვეს

თბილისში საცხოვრებელ სახლში ქალის ცხედარი იპოვესთბილისში, სამტრედიის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ქალის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. კორპუსის მცხოვრებლებმა მძაფრი უსიამოვნო სუნი იგრძნეს, შემდეგ კი 112-ში დარეკეს, რის საფუძველზეც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა პოლიციის თანხმობით, საცხოვრებელი სახლის კარი გააღეს.

ბინაში შესვლის შემდეგ სამაშველო სამსახურებს ერთი ხანში შესული ქალბატონი გარდაცვლილი, ხოლო კიდევ ერთი პირი უგონო მდგომარეობაში დახვდათ. ბინაში იმყოფება კიდევ ორი ქალბატონი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.