აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად კენჭისყრას მეორე ვადითაც აპირებს.
ამის შესახებ მან ტვიტერში 1 საათის წინ დაწერა.
“მე განვაცხადებ, რომ ვაპირებ საპრეზიდენტო რბოლაში ჩართვას 18 ივნისს ორლანდოში, ფლორიდაში 20.000-იან ემვეი ცენტრში პირველ ლედი მელანიასთან, ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსისა და მეორე ლედი კარენ პენსისთან ერთად. შემოგვიერდით ჩვენს ისტორიულ რბოლაში.”
ამავე ტვიტში ტრამპმა მიუთითა ადგილი, სადაც მსურველებს მისი ფინანსური მხარდაჭერა შეეძლებათ.

