ტრაპიზონში 2 ქართველი დაიღუპა

ტრაპიზონში 2 ქართველი დაიღუპატრაპიზონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა, ერთი კი, მძიმედ დაშავდა. დაშავებული რიზეს კლინიკაშია მოთავსებული.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ერთ-ერთი გარდაცვლილი დასვენებულია რიზეს ერდოღანის სახელობის კლინიკის პროზექტურაში, ხოლო მეორე – დაბა ფაზარის პროზექტურაში.

მინისტრის თქმით, ავარიის დროს დაშავებული ქალის დასახმარებლად საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლობა აქტიურად არის ჩართული.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულები, ხულოს მკვიდრები არიან. ისინი მეზობელ ქვეყანაში, სავარაუდოდ, სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდნენ და 26 ივნისს, გვიან ღამით სახლში ბრუნდებოდნენ. დაღუპულები და დაშავებული ერთი ოჯახის წევრები არიან

ავარია ღამის 3 საათზე ავტობანის ფაზარის მონაკვეთზე მოხდა.

იპნ