”რა საოცარ სვლებს აკეთებს ამერიკის პრეზიდენტი. შიდა სფერო და ეკონომიკა ხომ ამოქაჩა, გაამარტივა სახელმწიფო ბიუროკრატიული სისტემა, პრაქტიკულად მოსპო უმუშევრობა, რითაც ტოტალურად მოიგო აფრო-ამერიკელთა და ლათინო-ამერიკელთა ჯანმრთელი სპექტრის გული, ამასთან, ბრწყინვალე სვლები საგარეო ფრონტზე: უკრაინის გამოცხადება მთავარ სტრატეგიულ სამხედრო პარტნიორად ნატო-ს გარეთ; გერმანიიდან პოლონეთში გადააქვს ევროპაში განლაგებული ამერიკული ძალების ბირთვი; დისტანციაზე უჭირავს ჩინეთი და რუსეთი; სტატუს კვო აღუდგინა ირანის არანორმალურ რეჟიმს. ამერიკული სამხედრო აქცენტი აღმოსავლეთ ევროპული ხდება. რუსეთის ჯიბეში ჩამსხდარი გერმანია-საფრანგეთის ეტაპობრივ მარგინალიზაციასთან ერთად, დღეს უაღრესად შთამბეჭდავი ხელშეკრულება შესთვაზა ბრიტანეთს ბრექსიტის შემდეგ.
ეპოქალური პრეზიდენტი ჰყავს ამერიკას და ამ 8 წლიან ფანჯარას ჩვენ ვხვდებით სალომე ზურაბიშვილით და ბიძინა ივანიშვილით.
კიდევ ერთი თაობა გაუშვა საქართველომ მოუსავლეთში, გაუმჯობესების პერსპექტივების გაურკვეველი ვადით გადადებასთან ერთად.
ჭიჭიკო გოგოლის ცნობილი ფრაზის არ იყოს, – ციხე ქურდებისაა და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთო -, თქვენია ეგ ქვეყანა თქვენი შვილების აწმყოთი და მომავლიანად და ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ!” წერს სოციალურ ქსელში აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი წერს ზურაბ გურული.