ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირი მეორედ მოიგო და ფედერერის შედეგი გაიმეორა

ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირი მეორედ მოიგო და ფედერერის შედეგი გაიმეორაქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფინალში რუსი ანდრეი რუბლიოვი დაამარცხა და ჰამბურგის ტურნირის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

პირველ სეტში ბასილაშვილმა რუსი მეტოქე 7:5 დაამარცხა. მეორე სეტში კი 4:6 დამარცხდა. მესამე სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქე 6:3 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ჰამბურგის შეჯიბრი ზედიზედ ორჯერ ბოლოს როჯერ ფედერერს ჰქონდა მოგებული.

იპნ