ბათუმში, ერთ-ერთ მშენებარე კორპუსში ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა.
როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, 3 დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი კი – ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში.
ექმიების ინფორმაციით, ოთხივე მათგანს ტრავმები ფეხის არეში აღენიშნებათ.
შემთხვევა აღმაშენებილის #2 ნომერში, ერთ-ერთ კორპუსში მოხდა.
სამშენებლო კომპანია „გრანდ სითის“ წარმომადგენლებმა ადგილზე მისულ ოპერატორებს ქვები დაუშინეს.
ინციდენტის შედეგად საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ედნარ კოჩალიძე დაშავდა. დაზიანება მან თავის არეში მიიღო.
იპნ

