ბეილის ჩინეთში ტრანსფერი ჩაიშალა

ბეილის ჩინეთში ტრანსფერი ჩაიშალამადრიდის რეალის უელსელი ვინგერი გარეტ ბეილი ჩინურ გუნდში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო მომენტში გაურკვეველი მიზეზების გამო ეს ტრანსფერი ჩაიშალა. ჯერჯერობით უცნობია თუ რატომ არ შედგა ბეილის ტრანსფერი და სავარაუდოდ მას რეალში დარჩენა მოუწევს, მიუხედავად იმისა რომ ზიდანმა ბეილს წასვლისკენ მოუწოდა.

უელსელი ფორვარდის შეძენა მანჩესტერ იუნაიტედსაც სურს, მაგრამ ბეილს თავის მაღალ ხელფასზე უარის თქმა არ უნდა, ამიტომ შესაძლოა ბეილი რეალში დარჩეს და როგორც თვითონ თქვა ფეხბურთის მაგივრად გოლფი ითამაშოს.