“ბიჭები ხელფასის აღებას აღნიშნავდნენ, წყალში გადახტა და გული გაუსკდა” – რა მოხდა გურიაში

"ბიჭები ხელფასის აღებას აღნიშნავდნენ, წყალში გადახტა და გული გაუსკდა" - რა მოხდა გურიაშიუბედური შემთხვევა მოხდა ლანჩხუთში – დაღუპულია 53 წლის მამაკაცი.
,,გურია თუდეის” ინფორმაციით, ჩინურ კომპანია ,,სინოჰიდროში” მომუშავე სოფელ ჩიბათის მკვიდრი, 53 წლის გ.ზ. უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ტრაგედია სოფელ ნიგოითში ავტობანის მიმდინარე მშენებლობასთან მოხდა.
ჩვენი წყაროს თქმით, ხელფასის აღება აღუნიშნავთ კომპანიაში დასაქმებულებს. ტრაქტორის მიერ იქვე ხელოვნური ორმო ყოფილა გაკეთებული, სადაც ბანაობის მიზნით მამაკაცი გადახტა. სამწუხაროდ, 53 წლის გ.ზ. ადგილზე დაიღუპა.
ჩიბათის თემის მაჟორიტარის, გიორგი ჩახვაძის თქმით, სოფელმა წესიერი კაცი დაკარგა.
“როგორც მე ვიცი, ბიჭები ხელფასის აღებას აღნიშნავდნენ. წყალში გადახტა და გული გაუსკდა. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი უბედური შემთხვევა ამ ოჯახში. წლების წინ გარდაცვლილის ძმაც უბედურ შემთხვებას ემსხვერპლა. 21 წლის ბიჭი ავარიით დაიღუპა” – გვითხრა გიორგი ჩახვაძემ.