ჩრდილოეთ კორეელმა მესაზღვრებმა იაპონიის ზღვაში რუსული თევსაჭერი გემი „სიანხაილინ-8“ დააკავეს, რომლის ბორტზეც 17 ადამიანი იმყოფება.
ფხენიანში მდებარე რუსეთის საელჩიოს განცხადებით, სიტუაციის დასარეგულირებლად ზომების მიღება მიმდინარეობს. ინციდენტი 16-17 ივლისის ღამეს მოხდა, თუმცა ცნობილი ამის შესახებ მხოლო 23 ივლისს გახდა.
გემი ნაპირიდან 53 მილში დააკავეს და ის ბუქსირით ვონსანის პორტში წაიყვანეს. ჩრდილოეთ კორეის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით გემმა საზღვარი დაარღვია და დაცულ ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე შევიდა.
ბორტზე მყოფი 17 ადამიანიდან 15 რუსეთის, 2 კი სამხრეთ კორეის მოქალაქეა. გემის კაპიტანი, მისი თანაშემწე და 2 სამხრეთკორეელი მეზღვაური სასტუმროებში განათავსეს, ეკიპაჟის დანარჩენი წევრები კი კაიუტებში ჰყავთ გამოკეტილი და გემბანზე არ უშვებენ.
გემის მფლობელი კომპანიის თქმით, გემზე მყოფებს მალე წყალი და პროდუქტები გაუთავდებათ.
ნიუპოსტი

