დემონსტრანტები პარლამენტში შეიჭრნენ, პოლიციამ ცრემლსადენი ყუმბარები ისროლა – რა ხდება ჰონგ კონგში

დემონსტრანტები პარლამენტში შეიჭრნენ, პოლიციამ ცრემლსადენი ყუმბარები ისროლა - რა ხდება ჰონგ კონგშიჰონგ კონგში მიმდინარე აქციები დაპირისპირებაში გადაიზარდა პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის მას შემდეგ, რაც ასეულობით ადამიანი შეიჭრა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რის შედეგადაც ძალზე დაზიანდა შენობაში არსებული ინვენტარი – დამტვრეული და დამახინჯებულია ავეჯი, პოლიტიკოსების სურათები კედლებიდან ჩამოაგდეს, ჰონგ-კონგის ლოგოს გადააკრეს ბრიტანეთის ყოფილი კოლონიალური დროშის აღმნიშვნელი პლაკატი. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, პოლიციამ ცრემლსადენი ყუმბარები ისროლა შენობაში დემონსტრანტთა მიმართულებით, რის შემდეგაც მათი გარკვეული ნაწილი გამოვიდა შენობიდან, თუმცა ადგილზე ამ დრომდე რჩებიან აქციის მონაწილეები და მიმდინარეობს დაპირისპირება მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის.

ათეულობით ათასი მომიტინგე გამოვიდა დღეს ქალაქში, რომლებმაც გააპროტესტეს ჰონგ-კონგის ხელისუფლების პოლიტიკა და ბრიტანეთის მიერ ჰონგ-კონგის ჩინეთისთვის გადაცემის 22 წლისთავი აღნიშნეს.

ნიუპოსტი