გურამიშვილზე მოკლული შაკო ტყემალაძე “მისტერ ვალენტინი” თორნიკე ტყემალაძის ძმაა

გურამიშვილზე მოკლული შაკო ტყემალაძე "მისტერ ვალენტინი" თორნიკე ტყემალაძის ძმააგურამიშვილის გამზირზე მოკლული 20 წლის შაკო ტყემალაძე, “მისტერ ვალენტინი” 2014-ის თორნიკე ტყემალაძის ძმაა.

გურამიშვილის გამზირზე უბედური შემთხვევა წუხელ მოხდა. მოკლულები შალვა ტყემალაძე და გურამ კოღუა არიან. ოჯახის ახლობლების თქმით, ისინი უახლოესი მეგობრები იყვნენ.
ამ ეტაპზე ადგილობრივები მომხდარის ორ ვერსიაზე საუბრობენ. ერთ-ერთის მიხედვით, ახალგაზრდები უცნობმა პირმა მაყუჩიანი იარაღით დახოცა და ტერიტორია კორპუსის უკანა ეზოდს გავლით დატოვა.

მეორე ვერსიით კი, ბინაში მყოფი ორი ბიჭიდან იარაღი ერთ-ერთს გაუვარდა, მეგობრის გარდაცვალების შემდეგ კი ბიჭმა თავი მოიკლა. აღსანიშმავია, რომ სამართალდამცავებს მკვლელობის იარაღი შემთხვევის ადგილზე დახვდათ.

„ერთს გაუვარდაო და მეორემ თავი მოიკლაო. მე რომ ჩამოვედი საღამოს, ლიფტში იყო სისხლი,“-აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შს სამინისტროში ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

ნიუპოსტი