ევროპის ხმელთაშუაზღვისპირეთის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, კუნძულ კრეტას ნაპირთან ახლოს მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის მაგნიტუდაც 5,0 იყო.
ეპიცენტრი ქალაქ ირაკლიონიდან დასავლეთით 16 კილომეტრზე და 80 კილომეტრის სიღრმეზე იყო.
დაზარალებულებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ არის.

