ლენტეხში სოკომ 1 ადამიანი მოკლა, 3 საავადმყოფოშია

ლენტეხში სოკომ 1 ადამიანი მოკლა, 3 საავადმყოფოშიალენტეხში სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 3 მოწამლული ქუთაისში გადაიყვანეს.

ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის დავით ჯანაშიას ინფორმაციით, 2 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

„ერთი პაციენტი, როგორც ვიცით, სოკოს მიღებიდან ნახევარ საათში გარდაიცვალა, ჩვენთან იმყოფება 2 პაციენტი, კრიტიკულ მდგომარეობაში“, – განაცხადა დავით ჯანაშიამ.

ექიმის თქმით, უცნობია, სოკოს სახეობა, რაც მიიღეს მათ.

კიდევ ერთი მოწამლული დასავლეთის რეგიონალურ ცენტრშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობაც მძიმეა. ის კლინიკაში გვიან ღამით გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.