მადრიდის რეალის ნახევარმცველმა მარკო ასენსიომ არსენალთან ამხანაგურ შეხვედრაში მძიმე ტრავმა მიიღო და შესაძლოა მან 9 თვე გამოტოვოს. ასენსიოს მუხლის მმესი გაუწყდა და ეს ტრავმა ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ტრავმად ითვლება.
ასენსიოს აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და ზუსტ დასკვნას თუ რამდენ ხანში დაბრუნდება ის მოედანზე ექიმები ჯერ ვერ ამბობენ. ასენსიოს დაკარგვა რეალისთვის იოლი არ იქნება, რადგან ზიდანი მასზე დიდ იმედებს ამყარებდა.

