მოსკოვში ტელეარხ დოჟდში პოლიცია შევიდა – წამყვანი დააკავეს

მოსკოვში ტელეარხ დოჟდში პოლიცია შევიდა - წამყვანი დააკავესრუსეთის დამოუკიდებელ ტელეარხ დოჟდში პოლიცია შევიდა. შენობაში მიმდინარე პროცესებს არხი პირდაპირ ეთერში გადასცემს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ტელეკომპანიის მთავარ რედაქტორს უწყება გადასცეს და მოსკოვში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლების საქმეზე დაკითხვაზე დაიბარეს.

არხის ჟურნალისტები ამბობენ, რომ პუტინის რეჟიმი ამ მეთოდით ტელეკომპანიას მოსკოვის ცენტრში მიმდინარე ოპოზიციის აქციის გაშუქებისთვის სჯის.

ტელეკომპანია დოჟდში შესვლამდე პოლიცია ალექსეი ნავალნის სტუდიაშიც შევიდა, პირდაპირი ეთერი გათიშა, უსაფრთხოების კამერები გამორთო და გადაცემის წამყვანი დააკავა.