ნეიმარს გაუპატიურების ბრალდება მოუხსნეს

ნეიმარს გაუპატიურების ბრალდება მოუხსნესბრაზილიელ ვარსკვლავს ნეიმარს გაუპატიურების ბრალდება მოუხსნეს, რადგან საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ იყო. ნეიმარს ახალგაზრდა ბრაზილიელი მოდელი უჩიოდა, რომლის თქმითაც ნეიმარმა ის პარიზში დაპატიჟა და შემდეგ ძალის გამოყენებით მასთან სქესობრივი კავშირი  დაამყარა.

ნეიმარი ამ ყველაფერს უარყოფდა და ამბობდა რომ ყველაფერი ნებაყოფლობით მოხდა და ძალის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. ნეიმარის თქმით მისგან უბრალოდ ფულის გამოძალვა უნდოდათ.