რუსეთში ოპოზიციონერი აქტივისტი მოკლეს. თავდასხმა სანქტ-პეტერბურგში მოხდა. ელენა გრიგორიევას ცხედარი დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე იპოვეს.
40 წლის გრიგორიევა საპროტესტო აქციებში ხშირად მონაწილეობდა და დემოკრატიული, ომის საწინააღმდეგო და ლგბტ მოძრაობების აქტივისტი იყო. უფლებადამცველების განცხადებით, ელენა გრიგორიევა ბოლო პერიოდშიარაერთხელ გახდა ძალადობის მსხვერპლი და მოკვლითაც ემუქრებოდნენ.
სავარაუდო ეჭვმიტანილი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. ცნობილია, რომ მას სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს.

