რუსი მოკრივე ბრძოლის შემდეგ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა

რუსი მოკრივე ბრძოლის შემდეგ რამდენიმე დღეში გარდაიცვალარუსი მოკრივე მაქსიმ დადაშევი პუერტორიკელ მატიასთან ორთაბრძოლის შემდეგ რამდენიმე დღე კომაში იმყოფებოდა და 23 ივლისს ის გარდაიცვალა. დადაშევმა ბრძოლა ტექნიკური ნოკაუტით წააგო, როდესაც მისმა მწვრთნელმა მეთორმეტე რაუნდში ბრძოლა შეწყვიტა, თუმცა რამდენიმე წუთში რუსი მოკრივე ცუდად გახდა და ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დადაშევს ტვინის ტრავმა დაუდგინეს და რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დადაშევს თავის მშობლიურ ქალაქში, სანქტ პეტერბურგში დაასაფლავებენ.