ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, შოთა რუსთაველის ძეგლთან.
ერთმანეთს ჰონდას და აუდის მარკის ავტომობილები დაეჯახა. ავარიის შედეგად დაშავდა 35 წლის ქალი.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებული კლინიკა რუსთავში გადაიყვანა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, გამოძიება სსკ 276-ე მუხლით დაიწყო.
ინფორუსთავი

