რუსული წყალქვეშა აპარატი დაიწვა – დაიღუპა 14 მეზღვაური

რუსული წყალქვეშა აპარატი დაიწვა - დაიღუპა 14 მეზღვაური1 ივლისს რუსულ წყალქვეშა აპარატზე ხანძარი გაჩნდა, რომელსაც 14 მეზღვაურის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხანძარი გაჩნდა სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების წყალქვეშა აპარატზე, რომელიც რუსეთის ტერიტორიულ წყლებში გამოკვლევებს აწარმოებდა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის.

”ბიომეტრიული გაზომვების ჩატარების დროს გაჩნდა ხანძარი. დაიღუპა 14 წყალქვეშა მეზღვაური საგნების დაწვისგან მიღებული მოწამვლის გამო,” – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.