სააკაშვილი – “გამოწვევა მიღებულია, ხიხო! ჩვენც დაგიჩქარებთ და მოგხედავთ”

სააკაშვილი - "გამოწვევა მიღებულია, ხიხო! ჩვენც დაგიჩქარებთ და მოგხედავთ"“ივანიშვილი ღიად დაუპირისპირდა ოქრუაშვილს მას შემდეგ, რაც მან დაიწყო იმის ლაპარაკი, რაც ივანიშვილს არ მოსწონდა. მანამდე ნახეათ რაც ქნა ხაზარაძეზე, დღეს ეკა კვესიტაძეზე…

თუ 2012 წელს მან მოახერხა რეინდერული ხელში ჩაგდება ხელისუფლების, ახლა ხდება თითოეული ქართველის ცხოვრების რეინდერული ხელში ჩაგდება. ეს არის ჩვეულებრივი “ბეზპრედელშიკი” რეიდერი, რომელიც ბოლომდე ახდენს ქართული ცხოვრების ყველა ასპექტის მონოპოლიზაციას და ჯიბეში ჩადებას.

ეს არის ტესტი ჩვენთვის, ვართ თუ არა ერი, გვაქვს თუ არა ღირსება და თავმოყვარეობა, თუ ვართ ერთი ბინძური ოლიგარქის ჩვეულებრივი დასაჩაგრი და გასანადგურებელი ერი.

ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და მე მზად ვარ ამისთის. ვინც ამბობს, რომ ყველა ნორმის დაცვით უნდა შევუტიოთ ივანიშვილს, კანონის წესებით, ის არის აბსოლუტური სულელი და ივანიშვილის სასარგებლო იდიოტი. იმიტომ, რომ ყველა წარმატება დასავლეთში, ხდებოდა ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ კონკრეტული ქმედებებით. ჩვენ ერთიანობით შევძლებთ ამ უბედურების გადალახვას და დაძლევას.

ახლა ის ცდილობს, რომ მთლიანად მოწმინდოს პოლიტიკური ველი, დაახშოს ტელევიზია და ძალაუფლება კიდევ გაიხანგრძლივოს. არ გამოგივა ხიხო, “”ბეზპრედელშიკ”, შენი მმართველობა ძალიან სწრაფად დასრულდება. ძალიან აჩქარებ მოვლენებს და რახან აჩქარებ, გამოწვევა მიღებულია-ჩვენც დაგიჩქარებთ, არ გაგიტარებთ და მოგხედავთ”-ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას და ვიდეო მიმართვას სოციალური ქსელით ავრცელებს.

გურიის მოამბე