72 წლის ინდიკო ჯომიდავას ცხედარი, რომელიც ზუგდიდში, მედეას ქუჩაზე ჭის ამოწმენდისას ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოჰყვა ამოიყვანეს. ჯომიდავას ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მის ამოსაყვანად მაშველები თითქმის მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ.
შს სამინისტრიმ ფაქტზე გამოძიება 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.
იპნ

