ცოტნე გამსახურდია – “დღეს მკერდიდან ვწევ 120 კგ შტანგას… ასე ამოვიყვანე ჩემი თავი თმებით ჭაობიდან”

ცოტნე გამსახურდია - "დღეს მკერდიდან ვწევ 120 კგ შტანგას... ასე ამოვიყვანე ჩემი თავი თმებით ჭაობიდან"ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუქში დაწერა:

“მოკლედ, ბავშვებო, ხომ გახსოვთ, 2012 წელს როგორი ვიყავი? 2014 წლის დასაწყისში, მაგალითად, წარმოდგენა რომ შეგექმნათ, დათო ტატიშვილის სარეაბილიტაციო ცენტრში რომ დავიწყე სიარული (მაშინ გაიხსნა, მანამდე აქ ეგეთი გამართული დაწესებულება არ იყო), ათმეტრიან შშმ პირების აუზში ტივტივასთან (!) ერთად 10 მ გაცურვა ჩემთვის დიდი მიღწევა იყო! სხვა პრობლემებზე აღარ მოვყვები…

დღეს მკერდიდან ვწევ 120 კგ შტანგას და ამდენივეთი მხრებზე ვაკეთებ ჩაბუქვნას. ასე ამოვიყვანე ჩემი თავი თმებით ჭაობიდან 😉 სხვათა შორის, ცხოვრების მანძილზე უკვე მესამეჯერ… ჩემი ოხერი ბედიც ამ მუდმივ ნგრევასა და შენებაშია, ალბათ…”