პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო ესპანურ ვალენსიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და შესაძლოა მალე ის ამ გუნდში ვიხილოთ. ჟოზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ ვალენსიამ დაადასტურა რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მოურინიო 2018 წლის ბოლოს გაანთავისუფლეს მანჩესტერ იუნაიტედიდან და მას შემდეგ მას არცერთ გუნდში არ უმუშავია.
პორტუგალიელი სპეციალისტი ხშირად საუბრობს იმაზე, რომ მისთვის მთავარი ფული არ არის და ის მხოლოდ იმ გუნდში იმუშავებს, რომელსაც ამბიცია ექნება.

