ალენ დელონს ინსულტი დაემართა

ალენ დელონს ინსულტი დაემართაცნობილი ფრანგი მსახიობი ალენ დელონი ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

გავრცელებული ცნობით, ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 83 წლის მსახიობი საავადმყოფოში ივნისის შუა რიცხვებშიც მოხვდა. მაშინ მიზეზი თავის ძლიერი ტკივილები გახდა.

კარიერის განმავლობაში ალენ დელონი 90-ზე მეტ ფილმშია გადაღებული.

20 მაისს კანის წლევანდელ ფესტივალზე ალენ დელონს საპატიო ოქროს პალმის რტო გადასცეს.

იმედინიუსი