ავთო ცხვედიანმა ერთი ძაღლი გადაარჩინა და მეორის საშველად რომ შევიდა ზღვაში, დაიხრჩო

ავთო ცხვედიანმა ერთი ძაღლი გადაარჩინა და მეორის საშველად რომ შევიდა ზღვაში, დაიხრჩოქო­ბუ­ლეთ­ში, სა­კუ­თა­რი ძაღ­ლის გა­დარ­ჩე­ნის დროს, 51 წლის მა­მა­კა­ცი და­იხ­რჩო. შემ­თხვე­ვა 5 აგ­ვის­ტოს, ქო­ბუ­ლეთ­ში მდი­ნა­რე კინ­ტრიშ­სა და ზღვის შე­სარ­თავ­თან მოხ­და.

გარ­დაც­ვლი­ლი ავ­თან­დილ ცხვე­დი­ა­ნია და რო­გორც მის­მა მე­გო­ბარ­მა პა­ა­ტა ქუ­თე­ლი­ამ ამბებს გა­ნუ­ცხა­და, ცხვე­დი­ან­მა ერთი ძაღ­ლის გა­დარ­ჩე­ნა მო­ას­წრო, მე­ო­რეს­თან ერ­თად კი და­ი­ღუ­პა.

მე­გობ­რის თქმით, ავ­თან­დილ ცხე­დი­ანს შვი­ლე­ბი არ ჰყავ­და და ძაღ­ლებ­ზე ზრუნ­ვით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

“ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი მოხ­და… 51 წლის იყო ავთო, ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი. ძაღ­ლე­ბი ჰყავ­და, ერთ-ერ­თის გა­და­სარ­ჩე­ნად შე­ვი­და აღელ­ვე­ბულ ზღვა­ში და ამ დროს და­იხ­რჩო.

ორი ძაღ­ლი ჰყავ­და, უვ­ლი­და მათ და ეს იყო მის­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბა. ერთი დახ­რჩო­ბას გა­და­არ­ჩი­ნა და მე­ო­რე ძაღ­ლის საშ­ვე­ლად რომ შე­ვი­და, ამ დროს სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი მოხ­და. ის იყო უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი, ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რი და უწე­სი­ე­რე­სი ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცი! ნა­კი­თხი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი კაცი. ის ყვე­ლას დაგ­ვაკ­ლდა” – გა­ნუ­ცხა­და პა­ა­ტა ქუ­თე­ლი­ამ ამბებს.

უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა ქო­ბუ­ლეთ­ში 5 აგ­ვის­ტოს მოხ­და. სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მაშ­ვე­ლებ­მა მა­მა­კა­ცის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მოახერხეს.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

ამბები