ბაღდათში ბმვ მოტოციკლს დაეჯახა – მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა

ბაღდათში ბმვ მოტოციკლს დაეჯახა - მოტოციკლის მძღოლი დაიღუპაბაღდათის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს „ბეემვეს“ მარკის ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ.

მათივე ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ჯერ მოტოციკლს შეეჯახა, შემდეგ ბორდიურზე ავარდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაღუპულია მოტოციკლის მძღოლი. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.