გურიაში 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს – 45 წლის ქალი დაიღუპა, 8 ადამიანი დაშავდა

გურიაში 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს - 45 წლის ქალი დაიღუპა, 8 ადამიანი დაშავდაგურიაში, სოფელ ნიგვზიანთან ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, ავტოავარიის შედეგად 45 წლამდე ქალი დაიღუპა.