მამის საფლავიდან წამოსულ გიორგი დოლიძეს მანქანა დაეჯახა და მოკლა – რა მოხდა ბათუმში

მამის საფლავიდან წამოსულ გიორგი დოლიძეს მანქანა დაეჯახა და მოკლა - რა მოხდა ბათუმშიავარიის შედეგად ბათუმში 37 წლის კაცი დაიღუპა. შემთხვევა 26 აგვისტოს, დილის 4 საათზე მოხდა – მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. ავარიას 37 წლის გიორგი დოლიძე ემსხვერპლა

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, ექიმებს დაშავებული მძიმე მდგომარეობაში, მრავალობითი დაზიანებებით დახვდათ. დაშავებული ექიმება ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული არავინაა, დანიშნულია ექსპერტიზა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მამის საფლავზე სასულიერო პირებთან ერთად იმყოფებოდა. უკან დაბრუნებული, ავტომობილში ჯდებოდა, როდესაც მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა.

გარდაცვლილს მეუღლე და მცირეწლოვანი ქალიშვილი დარჩა.

პრაიმ ტაიმი