მარაბდასთან ტრაილერი ჰონდას დაეჯახა – 2 ადამიანი დაიღუპა

მარაბდასთან ტრაილერი ჰონდას დაეჯახა - 2 ადამიანი დაიღუპაავტოსაგზაო შემთხვევას თეთრიწყაროში 2 მამაკაცი ემსხვერპლა. ავარია სოფელ მარაბდასთან, 24 აგვისტოს  გვიან ღამით მოხდა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და “ჰონდას” მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი 2 ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ცხედრები რუსთავის პროზექტურაშია გადმოსვენებული.

როგორც “ინფო რუსთავს” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.