მარნეულთან ტოიოტა ოპელს დაეჯახა – 4 ადამიანი დაშავდა

მარნეულთან ტოიოტა ოპელს დაეჯახა - 4 ადამიანი დაშავდაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარნეული-კოდას გზის მონაკვეთზე.

ერთმანეთს “ტოიოტასა” და “ოპელის” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის 1 არასრულწლოვანია.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის, სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შსს-ში “ინფო რუსთავს” განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

ინფო რუსთავი