მოსკოვში პროტესტი გრძელდება. დედაქალაქის მერიის მიერ დემონსტრაციის ჩატარებაზე უარის მიღების შემდეგ აქციის ორგანიზატორებმა მოსკოვში ცენტრში შეკრება და სახალხო სეირნობა დააანონსეს.
მოძრაობა „სამართლიანი არჩევნების“ მთავარი მოთხოვნა 27 ივლისის აქციაზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და იმ პოლიციელების დასჯააა, ვინც გასულ კვირას მომიტინგეებს სასტიკად გაუსწორდნენ.
პუტინის რეჟიმმა მოქალაქეები გააფრთხილა, რომ აქცია არასანქცირებულია და კანონდამრღვევებს დაკავებებით წინასწარ დაემუქრა. რუსეთის შინაგან საქმეთა უწყებამ მოსკოვის ქუჩებში პოლიციის ქვედანაყოფები განალაგა. პოლიციელები გამვლელებს აჩერებდნენ და ურჩევდნენ, ოპოზიციის აქციაზე არ მისულიყვნენ.
აქციის ჩასაშლელად ასევე, მოსკოვის მერიამ კონცერტი დაგეგმა და მოუწოდა მოსახლეობას უკანონო აქციის ნაცვლად ცნობილი ჯგუფებისთვის მოესმინათ.
ამის შემდ სამართალდამცველებმა ოპოზიციის ლიდერებისა და აქციის მონაწილეების პირდაპირ ქუჩებში დააკავება დაიწყეს. ოპოზიციის ერთერთი ლიდერი – ლუბოვ სობოლი ძალოვანებმა მისივე შტაბთან დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. ის ერთ-ერთია ოპოზიციის კანდიდატებიდან, ვინც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე არ დაუშვა.
დღევანდელი აქციის მთავარი ლოზუნგიც სწორედ არჩევნებს უკავშირდება – “დავიბრუნოთ არჩევანების უფლება”.
შუადღისთვის დაკავებული იყო 350-მდე ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტებიც, რომლებიც მიმდინარე აქციას და დაკავებებს აშუქებდნენ.
მოგვიანებით დაკავებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა. უკვე ცნობილია 380-ზე მეტი დაკავებულის შესახებ.
რუსთავი 2

