პსჟ ცდილობს რომ ნეიმარი შეინარჩუნოს და ამ საქმეში მისი სპორტული დირექტორი ლეონარდო აქტიურად არის ჩართული. პარიზში დაბრუნების შემდეგ ნეიმარი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს და არავინ იცის მისი გეგმების შესახებ, თუმცა ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ ნეიმარს პსჟ-დან წასვლა სურს.
პარიზული გუნდი მის ტრანსფერში 300 მილიონს ითხოვს და ამ თაბხის გადახდა არავის უნდა, ამიტომ დიდი შანსია რომ ნეიმარი პსჟ-ში დარჩეს. ბარსელონას გარდა ნეიმარის მიმართ ინტერესს იუვენტუსიც იჩენს.

