საბერძნეთის კუნძულ სამოსზე 1000-მდე ტურისტის და ადგილობრივის ევაკუაცია განხორციელდა

საბერძნეთის კუნძულ სამოსზე 1000-მდე ტურისტის და ადგილობრივის ევაკუაცია განხორციელდასაბერძნეთის კუნძულ სამოსზე 1000-მდე ტურისტის და ადგილობრივის ევაკუაცია განხორციელდა. „ბიბისის“ ცნობით, ამის მიზეზი მასშტაბური ტყის ხანძრები გახდა. ტურისტები სასტუმროებიდან და სანაპიროებიდან გაიყვანეს.

გასულ უქმეებზე 700 მეხანძრე ცდილობდა ქვეყანაში არაერთი ხანძრის კერის ლოკალიზებას. ერთ-ერთი ყველაზე რთული რეგიონი სწორედ კუნძული სამოსია, სადაც ცეცხლი სასტუმროებს მიუახლოვდა. მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობაში ხელს ქარიანი ამინდი უშლის. ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სამსახურის განცხადებით, ხანძრების მაღალი რისკია სამხრეთით მდებარე პელოპონესის რეგიონში.

იპნ