საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი 48 წლის მამაკაცი, ზაზა მანაგაძე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.
ემიგრანტის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ახლობლები ეხმაურებიან.
თამარ ნიკორაშვილი: „ძალიან დამენანე ზაზა! უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, შოკში ვარ, ვერ გავიგე რამ მოგისწრაფა სიცოცხლე!“
ხათუნა კუბლაშვილი: „ძალიან დამენანე ზაზა!უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, ნათელში ამყოფოს შენი სული“.
ლალი ყარაულაშვილი: „ვაიმე ეს რა თავზარი დამეცა ჩემო ერთგულო მეგობარო ეს რა მოხდა.დაუჯერებელია შენი სიკვდილი. ნათელი და სანთელი შენს სპეტაკ სულს“.
პრაიმ ტაიმი