სოლსკიაერი: ”პოგბა მანჩესტერში დარჩება”

სოლსკიაერი: ”პოგბა მანჩესტერში დარჩება”მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა რომ პოლ პოგბა გუნდს არ დატოვებს, რადგან ის ბედნიერია მანჩესტერ იუნაიტედში. სოლსკიაერი დარწმუნებულია რომ პოგბა მომავალ სეზონში გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი იქნება:

”მინდა რომ მანჩესტერ იუნაიტედმა ძველი სახე დაიბრუნოს, ამისთვის კი ძლიერი ფეხბურთელებია საჭირო და პოგბა სწორედ ასეთია. ის ჩვენთან უნდა დარჩეს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ვფიქრობ პოგბა ბედნიერია ჩვენთან და წასვლაზე არ ფიქრობს”.