ჭრებალოში სახლი დაიწვა – მეპატრონეს მთავრობა 10.000 ლარს გადაუხდის

ჭრებალოში სახლი დაიწვა - მეპატრონეს მთავრობა 10.000 ლარს გადაუხდისამბროლაურის რაიონის სოფელ ჭრებალოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად ბუხარი სახელდება. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურები, თუმცა სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ჭრებალოში დაზარალებულ ოჯახს ადგილობრივი მთავრობა 10.000 ლარით დაეხმარება. მანამდე კი ამბროლაურის მერიამ ოჯახს ბინის ქირით უზრუნველყოფა და საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის დახმარება შესთავაზა.

იპნ