თბილისში, წერეთელზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მთლიანად დაიწვა ბინა.
შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. დაიწვა 40 კვ. მ. ფართობი.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
რუსთავი 2

