ცოტნე გამსახურდია – ”ხიხო, არ გამოგივა ამ ქვეყნის მითვისება და მისი პუტინისთვის მირთმევა”

ცოტნე გამსახურდია - ”ხიხო, არ გამოგივა ამ ქვეყნის მითვისება და მისი პუტინისთვის მირთმევა”ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუქში დაწერა:

”ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა და ამჟამად გენერალურმა პროკურორმა, ვინმე თადუმაძემ, განცხადების შეტანიდან ერთ თვეში გამოიტანა ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენების შესახებ დადგენილება, დააპატიმრა ოპოზიციის ლიდერები აბსურდული ბრალდებებით, მაშინ როდესაც ათობით ახალგაზრდას დასახიჩრებისათვის არცერთი პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი არ დაუყენებიათ, როდესაც პროკურატურაში უამრავ გახმაურებულ საქმეზე მხოლოდ დროს წელავენ და მიმდინარეობს გამოძიება, როდესაც მამაჩემის მკვლელობის საქმეზე უკვე მერვე თვეა (გასული წლის დეკემბერს შიმშილობისას შეპირებიდან) აჭიანურებენ ელემენტარულად საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას, და ასე შემდეგ…

ძალიან მარტივადაა ყველაფერი. ბიძინე ცდილობს რეპრესიული მექანიზმებით ჩაახშოს კრიტიკული აზრი, გააჩუმოს მის წინააღმდეგ მებრძოლი ყველა ხმა, შეაშინოს და იყიდოს ყველა 2020 წლის არჩევნებამდე!

ხიხო, არ გამოგივა ამ ქვეყნის მითვისება, მისი პუტინისთვის მირთმევა, გარეთ 21-ე საუკუნეა, შენი ბრიყვი, სულგაყიდული მონები ვერ გვაჯობებენ, ვერ შეგვაყრიან თვალში ნაცარს, რამდენი მილიონიც არ უნდა დახარჯო…”