უეინ რუნი შესაძლოა ინგლისში დაბრუნდეს

უეინ რუნი შესაძლოა ინგლისში დაბრუნდესლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი უეინ რუნი შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს და დერბი ქაუნთის მოთამაშე მწვრთნელი გახდეს. დერბიში აქამდე ფრენკ ლამპარდი მუშაობდა, რომელიც ჩელსიში გადაბარგდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რუნი სერიოზულად ფიქრობს დერბი ქაუნთის წინადადებაზე და გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.

ამჟამად რუნი ამერიკის შეერთებულ შტატებში ასპარეზობს, სადაც მუდმივად გამოირჩევა შედეგიანობით და ამბობს რომ კარიერის დასრულებას ჯერჯერობით არ აპირებს.