ლივერპულის მეკარემ ალისონ ბეკერმა განაცხადა რომ მას თამაში ძალიან მოენატრა და იმედი აქვს რომ მოედანზე მალე დაბრუნდება. ალისონის თქმით ფეხბურთის გარეშე ცხოვრება მისთვის იოლი არ აღმოჩნდა, მაგრამ ის ყველაფერს ეჩვევა:
”ტრავმები ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია და ამას ვერაფერს დაუპირისპირებ. ძალიან მინდა რომ მოედანზე მალე დავბრუნდე და ჩემს გუნდს დავეხმარო. როდესაც მატჩებს ტრიბუნიდან უყურებ ეს იოლი არ არის, რადგან გინდა რომ მოედანზე იყო”. ალისონი სავარაუდოდ ოქტომბრის დასაწყისში დაბრუნდება.

