აფენი-გურჯაანის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 1985 წელს დაბადებული კაცი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც სოფელ ვეჯინში გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი ლევან ჯანიაშვილი მართავდა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჭაობში გადავარდა.
ლევან ჯანიაშვილი შემთხვევის დროს ავტომანქანიდან გადმოვარდა და მას მანქანა ზედ დაეცა.
გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
რუსთავი 2

