ჰოლიდეი ინთან 2 მოტოციკლი და 1 მანქანა შეეჯახნენ ერთმანეთს

ჰოლიდეი ინთან 2 მოტოციკლი და 1 მანქანა შეეჯახნენ ერთმანეთსსასტუმრო „ჰოლიდეი ინთან“ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთ 2 მოტოციკლი და ერთი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.