იურგენ კლოპი: ”ჩემი ყველა მიღწევა ლივერპულის დამსახურებაა”

იურგენ კლოპი: ”ჩემი ყველა მიღწევა ლივერპულის დამსახურებაა”ფიფამ იურგენ კლოპი მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა და არავის ეპარებოდა ეჭვი რომ სწორედ ის მოიგებდა ამ ჯილდოს. კლოპმა განაცხადა რომ მისთვის მთავარი გუნდური ტიტულებია და ლივერპული ყველა მისი წარმატების საწინდარია:

”მინდა ეს ჯილდო რომელიც დღეს მოვიგე ჩემს ფეხბურთელებს მივუძღვნა, რადგან მათ გარეშე არაფერი ვიქნებოდი. ძალიან ბედნიერი ვარ რომ ლივერპულის მწვრთნელი გავხდი და დღეს ვამაყობ ჩემი გუნდით. მინდა რომ მომავალში ლივერპულის გულშემატკივარი კიდევ ბევრჯერ გავახარო”.