ქუთაისის აეროპორტში მგზავრი გარდაიცვალა

ქუთაისის აეროპორტში მგზავრი გარდაიცვალაქუთაისის, დავით აღმაშენებლის სახელობის, საერთაშორისო აეროპორტში უკრაინის მოქალაქე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მგზავრი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რუსთავი 2