თაკო ჩარკვიანს დედამთილი გარდაეცვალა – “ჩემთვის ძალიან საყვარელმა და თბილმა ადამიანმა დაგვტოვა”

თაკო ჩარკვიანს დედამთილი გარდაეცვალა - "ჩემთვის ძალიან საყვარელმა და თბილმა ადამიანმა დაგვტოვა"თაკო ჩარკვიანს დედამთილი გარდაეცვალა. ამის შესახებ მან ფეისბუქში დაწერა:

“ცისფერთვალება, პატარა ტანის ,ქალბატონს ვემშვიდობები, ჩემთვის ძალიან საყვარელმა და თბილმა ადამიანმა დაგვტოვა- უძლიერესი ქალბატონი იყო, ეს ცისფერთვალება ნაზი ქალი-მახსოვს მეუღლე უკვდებოდა მას ანუ ჩემი მამამთილი და თავად საოცარი რამ მიამბო, მარტო , რომ დავრჩით . “იცი რა, სიკვდილის მოახლოება, რომ იგრძნო , ხელ-პირის დაბანა მთხოვა, დაიბანა ხელები გაიმშრალა და შემომხედა ,შიში ჰქონდა თვალებში, ასეთი თვალები მანამდე არასდროს მინახავს, ხომ იცი რა ვაჟკაცი იყოო, ჰოდა შეჭმუხნულ-შეწუხებულმა , სასოწარკვეთილმა მითხრა, იცი მგონი ვკვდებიო…. მეც მივხვდი, რომ ბოლო იყო და ვუთხარი, შევუძახესავით-: შენ ხომ ვაჟკაცი ხარ,სახე გაასწორე, სიკვდილის მერეც,ლამაზად უნდა იყო, ცუდი სახე არ მინდა გქონდესო, მერე??? ვკითხე ჩემს დედამთილს?? დამიჯერა “ მიშკვილადახ”! ლამაზი იყო ჩემი ქმარი, მითხრა და თავი ჩამირგო ხელებში …. მას შემდეგ ხშირად მიფიქრია იმ “შიშნარევ და სასოწარკვეთილ “ თვალებზე და სვანის ქალის შეძახილზე- მოთხოვნაზე- “ შენ , ხომ ვაჟკაცი ხარ და სიკვდილის მერეც ლამაზი უნდა , იყოო”,სინამდვილეში მორჩილება მოსთხოვა მეუღლეს , მორჩილება უფალთან , რაც ასე გვიჭირს ადამიანებს ,მორჩილად შეხვედრა მოსთხოვა სიკვდილთან, თავად კი ჩემთან თავი ჩარგო ჩემს ხელებში და ყმუილით იტირა , მე ვეფერებოდი ამ , ნაზ , ცისფერთვალება ქალბატონს და ვიცოდი , რომ ძალიან ახლობელი ვიყავი მისთვის, რადგან ჩემს ხელებში ტიროდა სვანურად! ჰოდა ,დღეს ეს ქალბატონი მომიკვდა- ანუ ჩემი ცისფერთვალება დედამთილი -ფაფალა ჟორჟოლიანი და მე არ ვიყავი მის გვერდით სიკვდილის ჟამს და მე ვერ ვუთხარი იგივე სიტყვები” სიკვდილის მერეც ლამაზი მინდა იყო”, თუმცა , როგორც ჩანს თავად შეასრულა უთქმელად. მომენატრება ეს პატარა ქალი უთუოდ!”